დმანისის მუნიციპალიტეტში ჯუმბერ კოპალიანის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ისტორიკოსის, არქეოლოგის,დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციისყოფილი ხელმძღვანელი – ექსპედიციისა რომლის აღმოჩენებმა მსოფლიოს გააცნო დმანისი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, დმანისის კულტურის დ ახელოვნების ცენტრის საექსპოზიციო დარბაზის დამაარსებელისა და ძირითადი მასპინძელის, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დამაარსებელის და ამჟამინდელი დირექტორის, არაერთი წიგნის ავტორის, ჯუმბერ კოპალიანის 80 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში მოეწყო ამავე ცენტრის ხატვის სტუდიის ბავშვთა და მათი პედაგოგის ავთანდილ ნარსავიძის, ნახატების გამოფენა, განთავსდა არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის საგამოფენო კუთხე სადაც წარმოდგენილ იქნა ჯუმბერ კოპალიანის ავტორობით გამოცემული წიგნები. დამსწრე საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა ენახათ ბატონი ჯუმბერის ცხოვრების გამორჩეული ეპიზოდების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.
შინაარსობრივად საღამო დატვირთული იყო საუბრებით, მოგონებებით, მილოცვებით და იმ ფოლკლორული ანსამბლების ჩართულობით, რომელთა ჩამოყალიბებაშიც და მათზე ზრუნვაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჯუმბერ კოპალიანს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ააიპ დმანის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“, ამავე ცენტრის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,კიდევაც დაიზრდებიან“, ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“, გივი ტატიშვილის სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“.

ჯუმბერ კოპალიანს 80 წლის იუბილე სცენიდან დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა მიულოცა და მიანიჭა დმანისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი, არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, მამა გიორგი, ჯუმბერ კოპალიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და დაინტერესებული საზოგადოება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად