დმანისის მუნიციპალიტეტშ 4 კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებს „მოურავი“ „მთის ძირი“ „იმედი“ და „ბოსლები“ სასოფლო სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი  და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და  დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ტატუაშვილთან ერთად კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა  90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე  მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2000 ჰა-მდე   სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს  მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო

პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.  

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...