დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი დამსახურებული ჯილდო გადაეცა

2019 წლის 17 ივნისს „არტ-ჰაუზი – პუბლიკაში“ (სახვითი ხელოვნების მუზეუმი) გაიმართა პრეკონფერენცია სახელწოდებით სისხლის დონორის მსოფლიო დღე.

სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

დმანისის მუნიციპალიტეტი როგორც უანგარო დონაციაში აქტიურად მხარდამჭერი და მონაწილე მუნიციპალიტეტი წელსაც ღირსეულად გახდა წამყვანი მუნიციპალიტეტი.
ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...