დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტში ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
დღეს, დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, სოფელ ზემო კარაბულახის, ქვემო კარაბულახის, ახას, უსეინქნდის, პირველი სალამალეიქის, მეორე სალამალეიქისა და მამიშლარის თემის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მერიისა და საკრებულოს წევრები, ასევე წარმომადგენლეი ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კახაბერ ოქრიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად განხორციელდა, ან მომავლისთვისაა დაგეგმილი.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად, დიალოგის რეჟიმში, განიხილეს 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტული მიმართულებები.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ასევე აქტიურად ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოებიც, დმანისში ამ მიმართულებით, სულ 1 372 000 ლარის ღირებულების, 77 პროექტი შესრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად