დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზაქლოსა და ამამლოში მასობრივი ვაქცინაცია მოეწყო

ვაქცინაციის ხელშეწყობის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზაქლოსა და ამამლოში, საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, მასობრივი ვაქცინაცია მოეწყო. ვაქცინაციის ფარგლებში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრა სოფელ ბაზაქლოში 25 – მა, ხოლო ამამლოში 18 – მა მოქალაქემ გაიკეთა.

აცრის ხელშეწყობის წამახალისებელ კამპანიას, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ევროკავშირის დაფინანსებით და NCDC – თან პარტნიორობით ახორციელებს.

კომენტარები
იტვირთება...