დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულებულია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულებულია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გ&ლ ჯგუფმა შეასრულა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანხით 26870.63 ლარი.

სამუშაოებს ინსპექტირებას უწევდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დიდი დმანისის ადმინისტრაციულ ერთეულში – კახა ტატუაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად