დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა მოხუცებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა

დმანისის სათნოების სახლში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოხუცებს ტრადიციად ქცეული დღე დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მერიის თანამშრომლებთან ერთად მიულოცა.

მათთვის კონცერტი ააიპ „დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა გამართეს“.

კონცერტის შემდეგ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სათნოების სახლისაგან მოხუცებს ტკბილეული და სურსათი გადაეცათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად