დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა “ქალთა ორგანიზაცია თანხმობა” – ს პროექტის კოორდინატორთან მარინა ფოჩხუასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და დეტალურად განიხილეს დმანისში მიმდინარე ორი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის ზრდას შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების მომსახურებაზე და დღის ცენტრის ბაზაზე ისეთ შესაძლებლობების შექმნას, რომელიც გააძლიერებს ხანდაზმულთა როლს საზოგადოებაში.

პროგრამის ფარგლებში, დმანისში ფუნქციონირებს „ხანდაზმულთა სახლი“ სადაც ამ ეტაპზე დასაქმებულია ხუთი ადგილობრივი მცხოვრები.

კომენტარები
იტვირთება...