დმანისის მუნიციპალიტეტის “ჯანდაცვის ცენტრში” სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ “ჯანდაცვის ცენტრში” სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები (სტეფან დორი, ფატიმა ბერი), რომლებიც გაეცვნენ ადგილობრივ სოციალურ პროექტებს, საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, კითხვარის შესაბამისად ააიპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორმა” ნინო ონანაშვილმა მიაწოდა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ (რომელი დაავადების, ინფექციის, ან სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის საფრთხის შემცველი ვირუსია გავრცელებული), მათ თავიანთი ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს ქალაქ დმანისში მდებარე ცენტრალური კლინიკა.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა დმანისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...