ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დმანისის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.  

პირველი საკონსულტაციო შეხვედრა 26 იანვარს, სარკინეთისა და გომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. შეხვედრებს, მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი და თემური ზურაბიშვილი,  საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ. მათ მოსახლეობასთან ერთად პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა: გარე განათების სისტემის მოწყობა;გზის რეაბილიტაცია;სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება.

 "მისასალმებელია, რომ შეხვედრები მოსახლეობის აქტივობის ფონზე გაიმართა, მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულნი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში.2023 წელს დმანისის  მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  686 000 ლარი დაიხარჯება. საკონსულტაციო შეხვედრები 26 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტს რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება"- დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - კობა მურადაშვილი