დმანისის მოსახლეობა “არემჯი გოლდს” დაუპირისპირდა

"ნუ ანადგურებთ კულტურას და ბუნებას," – ამ ლოზუნგით გაიმართა დღეს აქცია სოფელ დმანისში, რომელსაც 200-მდე ადამიანი ესწრებოდა.  

მოსახლეობა კომპანია "არემჯისგან" სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს.

სოფელ დიდ დმანისში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი სამუშაოების გამო, რომელიც აბულ მუქის ტერიტორიასა და კვირაცხოვლის ქედზე მიმდინარეობს, მათ ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

სოფლის მოსახლეობა კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა და საპოროტესტო აქცია საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებთან ერთად გამართა.აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კარიერზე აფეთქების გამო  მათი საყოფაცხოვრებო პირობებიც გართულდა და   საცხოვრებელი სახლები დაებზარათ.

ისინი კომპანიას სარწყავი არხის გადაკეტვაშიც ადანაშაულებენ, რის გამოც ვეღარ სარგებლობენ სახნავ-სათესი მიწებით.  ადგილობრივები ამბობენ, რომ  მეტალებით დაბინძურების გამო, სოფელში გაიზარდა მოსახლეობის ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევები. აქციის მონაწილეებს კომპანია "არემჯის" წარმომადგენლები და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა ბარბაქაძე შეხვდნენ.  გამგებელი ადგილობრივებს სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას შეპირდა.

კომპანია "არემჯის" წარმომადგენლები  აცხადებდნენ, რომ მათ ჩაატარეს ლაბორატორიული კვლევა და მძიმე მეტალების კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია.  თუმცა, ადგილობრივები პოზიციის დათმობას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად