დმანისის მესამე საჯარო სკოლაში ზამთრისთვის გათბობის სისტემით უზრუნველყოფა დაიწყება

დმანისის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლაში ზამთრისთვის გათბობის სისტემით უზრუნველყოფა უახლოს მომავალში დაიწყება.

მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა შპს „katharinenfeld“- ს შორის გამოფრმდა ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დმანისის
მუნიციპალიტეტის ქ.დმანისის N3 საჯარო სკოლის ცენტრალური გათბობის სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ღირებულება შეადგენს 107 837,65 ლარს.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების დაცვის კონტროლს განახორციელებს შემსყიდველი და საზედამხედველო ორგანო (შპს „ოპტიმალ გრუპ +“).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...