დმანისის მესამე საჯარო სკოლაში “მხიარული სტარტები” გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, ქალაქ დმანისის მესამე საჯარო სკოლაში “მხიარული სტარტები” გაიმართა.
გამართულ შეჯიბრში დმანისის მუნიციპალიტეტის სამი სკოლა ასპარეზობდა.
მესამე საჯარო სკოლა – “შევარდენი”, რომელმაც მოიპოვა პირველი ადილი, სოფელ ბოსლების საჯარო სკოლა – “მართვე” გახდა მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი, ხოლო ზემო ოროზმანის საჯარო სკოლამ – “ავაზა” დაიკავა მესამე ადგილი.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ სპორტულ აქტივობას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ტატუაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან – ნინო ომიაძესთან ერთად ესწრებოდა.
გიორგი ტატუაშვილმა წარმატებები უსურვა თამაშში მონაწილე სკოლებს, პირველ ადგილზე გასულ გუნდს თასთან ერთად თორმეტი კომპლექტი სათამაშო ფორმა გადასცა, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს კი თასები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია.
“აღნიშული პროექტის მიზანია საზოგადოებისა და განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა ” – ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა – ნინო ომიაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად