A1 ბანერი

დმანისის მერმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და არსებული გამოწვევბი განიხილეს.
აღინიშნა, რომ აუცილებელია კომპლექსური სამუშაოების ჩატარება, რათა მოხდეს ხარისხობრივი პრობლემების მოგვარება და ტურისტული სეგმენტის განვითარება. საუბარი შეეხებოდა ტურიზმის სხვადასხვა სახეობას, მათ შორის ექსტრემალური ტურიზმის განვითარების კუთხით გასატარებელ ღონისძიებს.
ქალაქ დმანისში, არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა – ვასილ დაუთაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე – “ტურისტული პოტენციალის ხედვა”.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები, პროფესორი ჯუმბერ კოპალიანი, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“-ს წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი გიდი ბესიკ ჭალიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...