დმანისის მერმა სისხლის გადასხმის აქციაში მიიღო მონაწილეობა

დღეს, ქალაქ დმანისში (ნანა დედოფლის ქუჩა N9) მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში, უანგარო დონორთა აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა, მერიისა და საკრებულოს, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერია უკვე რამდენიმე წელია აქტიური მხარდამჭერია სისხლის უანგარო დონაციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...