დმანისის მერმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს სიგელები გადასცა

დმანისის მუნიციპალიტეტმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც სკოლა დატოვეს საზეიმო მიღება მოუწყო.ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის N 2 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, წითელი ხალიჩის ფონზე ყვავილების თაიგულის გადაცემით გაიხსნა.

87 ღვაწლმოსილი პედაგოგი წითელ ხალიჩაზე, საზეიმო შეძახილებით, ყვავილების წვიმაში გამოატარეს.
სტუმრებისა და მასპინძლების გარემოცვაში, ღვაწლმოსილ პედაგოგებს დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა – ბელა ტატუაშვილმა მიმართა – “ძნელია შევეგუო მათ სურვილს, დატოვონ სკოლა, მათთან თანამშრომლობა ერთი დიდი სკოლაა, თუმცა მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. თქვენ მუდამ ჩვენს გვერდით დარჩებით” – აღნიშნა ბელა ტატუაშვილმა.

ბელა ტატუაშვილმა, სიტყვის დასასრულს სცენაზე დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის პედაგოგი, ზურაბ მოდებაძე მოიხმო, რომელიც დამსახურებული მასწავლებლის სიგელით დააჯილდოვა.

პედაგოგებს მიესალმა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ტატუაშვილი -” სულის აღმზრდელია მასწავლებელი, მათთან ურთიერთობა ერთი დიდი სკოლაა, თქვენ ხართ ჩემი საყვარელი მასწავლებლები. 40-50 წელი იმსახურეთ სიყვარულით და ერთგულებით. თქვენ ასწავლით მოსწავლეებს შეიგრძნონ სწავლით და შრომით მოპოვებული წარმატება”.

80 წელს გადაცილებულ დამსახურებულ ათ პედაგოგს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვიმა მერიის სახელით სიგელები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგებს მიესალმნენ და მათ მიმართ სიყვარული გამოხატეს დმანისის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლის პედაგოგები.

ღონისძიება მხატვრული კომპოზიციებით, ცეკვით და სიმღერით გაალამაზეს ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიებმა და ხელმძღვანელებმა.

ღონისძიების დასასრულს, საზეიმო ვითარებაში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენელმა ტორტი გაჭრა და პედაგოგებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ასევე დიდი იყო ემოცია პედაგოგებისა, რომლებიც ამ დღეს დაემშვიდობნენ სკოლას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად