დმანისის მერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით იწყებს პროექტის ” მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მისაღწევად დეგრადირებული საძოვრების აღდგენა და მდგრადი მართვა” მოსამზადებელ ეტაპს.

პროექტი ეხება საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას საქართველოში. აღნიშნული პროეტის ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტს წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტი.

შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე შერჩეული იქნა დმანისის მუნიციპალიტეტში პროეტის განხორციელების საპილოტე ტერიტორია.

შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი თემური ზურაბიშვილი, მერიის ქონებისა და მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ნატო სამადაშვილი, საქ-ოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დმანისის საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარი ციხელაშვილი, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და პროექტის კონსულტანტები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...