A1 ბანერი

დმანისის მერიის საკონფერენციო დარბაზში “განავითარე შენი რეგიონი- განავითარე შენი ქალაქი”-ს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 12 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ააიპ ” დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებისა” და “სტუდენტური პარლამენტი”ის წარმომადგენლება, პროექტ “განავითარე შენი რეგიონი- განავითარე შენი ქალაქი” ფარგლებში შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლები და ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და დმანისის აქტიური ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრების გააქტიურებასა და მაქსიმალურ ჩართულობას.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე, რომლთა განხორციელება 2019 წელს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...