მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დმანისის მერიაში შეხვედრა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრებთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან, პროექტის ფარგლებში: “სოფლად მცხოვრები ქალები ინკლუზიური და სამართლიანი ადგილობრივი განვითარებისთვის” სამუშაო შეხვედრა გაიმართა .

პროექტის მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირება ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში, სოფლად მცხოვრები ქალების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობით.
აღნიშნულ პროექტს ახორციელებს საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის განხორციელების არეალია მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად