დმანისის მერი სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან: ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან ერთად სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის პირველ პირებს მადლობა გადაუხადეს სოფელში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოფლის საჭიროებებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად სოფელში სპორტული მოედნის მოწყობა დასახელდა, აღნიშნული საკითხით დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი დაინტერესდა და სამომავლოდ მის განხორციელებაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსი – თემური ზურაბიშვილი და ირგანჩაის წარმომადგენელი აჟდარ ახმედოვი იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად