დმანისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ზამთარს ახალი თბილი ტანსაცმლით შეხვდებიან

დღეს, ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელიც მოიცავდა ქალაქ დმანისის საავტომობილო გზის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებს, ასევე მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს.

აქციაში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზამთარს ახალი, თბილი ტანსაცმლით შეხვდებიან.

“ა(ა)იპ დმანისის კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც ყოველდღიურად უხდებათ მკაცრი კლიმატის პირობებში ღია ცის ქვეშ მუშაობა, დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით შევუძინეთ ზამთრისათვის თბილი სპეც-ტანსაცმელი”. ისაუბრა: ააიპ დმანისის კომუნალური სამსახურის უფროსმა-თამაზი ადუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად