დიუსელდორფში ნაპოვნი II მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო 11 650 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

დიუსელდორფში ნაპოვნი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო 11 650 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის Twitter-ზე გავრცელდა.

ბომბი სამშენებლო სამუშაოების დროს იქნა აღმოჩენილი. ბომბი ათ ცენტნერს იწონიდა. ბომბის განაღმვითი სამუშაოების მშვიდად ჩატარების გამო, 5000 მეტრის რადიუსში მაცხოვრებელთა ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, დიუსელდორფის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა, კილომეტრის რადიუსში, თითქმის 20 ათასს ადამიანს სთხოვეს, რომ დარჩენილიყვნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას და შეძლებისდაგვარად არ გამოსულიყვნენ სახლებიდან.

17 იანვრის საღამოს, ბომბი წარმატებით გაანეიტრალეს.

გერმანიაში, სამშენებლო სამუშაოების დროს რეგულარულად პოულობენ ხოლმე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბომბებს. 12 იანვარს, დორტმუნდში ნაპოვნი ოთხი ბომბის გამო 14 ათასი დამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ეს წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად