დიცში წარმოებული ღვინო “-20%” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საჩუქრად გადაეცემათ

სა​ოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში აწარმოებენ ღვინოს, “-20%” ბრენდული დასახელებით, რომელსაც პოლიტიკური რეკლამა პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სოფო ქაცარავამ გაუკეთა.

“20%”-ის მეწარმეები არიან ნიკა მარკოზაშვილი და ანა გაბრიაძე, რომლებმაც წარმოებული პროდუქტი, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინეს.

მათი განმარტებით, ღვინის ბრენდული დასახელება – “-20%” ასახავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული.

კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ განაცხადა, რომ ღვინოს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე წაიღებენ.

“ღვინოს წავიღებთ ყველა ჩვენი ვიზიტის დროს და ყველას საჩუქრად გადავცემთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზეც წავიღებთ, სადაც 57 ქვეყანა იღებს მონაწილეობას”, – აღნიშნა სოფო ქაცარავამ.

როგორც ბრენდის მწარმოებელმა ნიკა მარკოზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ღვინო საქართველოს ბაზარზე მიმდინარე წელს გავა, მომდევნო წლიდან კი, ექსპორტზე გატანა იგეგმება.

“წარმოების პროცესში ადგილობრივი გლეხებიც ჩაერთვებიან. “ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ოკუპაციის შესახებ ბევრ ადამიანს მოვუყვეთ. დარწმუნებული ვარ, იმ ნაბიჯამდე მივალთ, რომ ქვეყნის 20%-იანი ოკუპაცია სრული დეოკუპაციით შეიცვლება”, – აღნიშნა ნიკა მარკოზაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...