დიტო სამხარაძე ემა გოგოხიას: მეგის ქარდავას ჟურნალისტი ხარ, მეგის ქარდავას პარტიის წევრი ხარ და მეგის ქარდავები ხართ ყველანი! (ვიდეო)

ასე მიმართა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა დიტო სამხარაძემ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას.

რომელმაც დიტო სამხარაძეს მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშორებით კითხვა დაუსვა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა რომელიც 8 წლიანი ძებნის შემდეგ, საქართველოში კიევიდან ჩანიყვანეს და რუსთავის №12 ციხეში მსჯავრდებულის სტატუსით შეასახლეს.

ცნობისთვის, შესაძლოა მეგის ქარდავას უვადო პატიმრობა შეეფარდოს – მის მიმართ არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, 6 საქმე იხილება სასამართლოში

კომენტარები
იტვირთება...