დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე: იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზრდა გარდაუვალია

სეზონური ბოსტნეული, სეზონური ხილი, რომელიც ნელ-ნელა შემოვა,ამაზე სავრაუდოდ არ იქნება ფასების ზრდა”- ამის შესახებ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიამ, “კურიერთან” განაცხადა.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა გარდაუვალია.

“გარდაუვალი იქნება ფასების ზრდა, მით უმეტეს, იმ კურსის პირობებში, რომელიც დღეს გვაქვს. სადღაც 3.20-ის და 3.22-ის ფარგლებში მერყეობს. არის სეზონური ბოსტნეული, სეზონური ხილი, რომელიც ნელ-ნელა შემოვა,ამაზე სავრაუდოდ არ იქნება ფასების ზრდა მაგრამ იმპორტირებული რაც არის, გარდაუვალია ფასების ზრდა.

ვარდნა თავისთავად იქნებოდა, ველოდებოდით კიდევაც, ამაში სიახლე არაფერია, უბრალოდ აქ ჩვენ ყველანაირად უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით სახელმწიფო ბიზნესს. ნაკლები ზიანი ნახოს, ნაკლები დანაკარგებით. განსაკუთრებით, საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესზე,”- განაცხადა ივა ჭყონიამ “კურიერთან” .

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელს აქვეყნებს. გასულ თვეში ქვეყნის ეკონომიკა 2,7 %-ით შემცირდა. შემცირება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობების გარდა. განსაკუთრებით კი დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ იკლო. ქვეყანაში არსებული ვითარების გამო მარტის თვეში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 48%-ით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად