დიპკორპუსი: ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას

ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა.
Joint Statement of the Embassies of Austria, Bulgaria, Estonia, the European Union Monitoring Mission, Finland, France, Germany, Greece, Ireland, Israel, Italy, Latvia, Lithuania, the Netherlands, Norway, Spain, Sweden, United Kingdom, UN system in Georgia, the United States, and the EU Delegation to Georgia concerning violence in Tbilisi
We condemn today’s violent attacks on the civic activists, community members and journalists, as well as the failure of the government leaders and religious officials to condemn this violence. Participation in peaceful gatherings is a human right guaranteed by Georgia’s Constitution. Violence is simply unacceptable and cannot be excused. Those who incite or threaten violence or commit violent acts are interfering with the efforts of Georgia’s law enforcement professionals to uphold a safe and secure environment. They should be prosecuted to the full extent of the law. We call on all Georgia’s leaders and law enforcement to act swiftly to protect those exercising their Constitutional rights to freedom of expression and assembly, to protect journalists exercising freedom of the press, and to publicly condemn violence.” – ნათქვამი საელჩოების ერთობლივგანცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ

კომენტარები
იტვირთება...