შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრის წილისყრა გაიმართა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ჯგუფში „ყარაბახი” აგდამს, “ასტანა” ასტანას და “მაკაბი” თელ-ავივთან ერთად მოხვედრილ “დინამო” თბილისის მეტოქედ წილისყრას “დინამო” ბრესტიდან, “რიგა” რიგიდან, “ტირანა” ტირანადან და “სილექსი” კრატოვოდან (მაკედონია) ერთ-ერთი უნდა შეერჩია.
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ “დინამო” თბილისის მეტოქე ალბანეთის 25-გზის ჩემპიონი, ქალაქ ტირანას “ტირანა” იქნება. მატჩი თბილისში 18 ან 19 აგვისტოს გაიმართება.
“დინამო” და “ტირანა” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. მათ შორის 2003-2004 წწ. გათამაშებაში გამართულ პირველ შეხვედრაში თბილისელებმა იმარჯვეს – 3:0. საპასუხო შეხვედრა ტირანაში მასპინძლებმა იგივე ანგარიშით მოიგეს, შემდეგ კი პენალტების სერიაში იმარჯვეს – 4:2
წილისყრამ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში სხვა გუნდები ასე დააწყვილა:
“ფერენცვაროში” ბუდაპეშტი – “დიურგარდენი” სტოკჰოლმი
“სელტიკი” გლაზგო – “რეიკიავიკი” (რეიკიავიკი)”
“ლეგია” ვარშავა– “დრიტა” გილანი (კოსოვო)/”ლინფილდი” ბელფასტი
“შერიფი” ტირასპოლი – ‘ფოლა” ეშ-სიურ-ალზეტი (ლუქსემბურგი)
“კონაჰი” კონაჰი (უელსი) – “სარაევო” სარაევო
“ცრვენა ზვეზდა” ბელგრადი – “ევროპა” (გიბრალტარი)
“ბუდუჩნოსტი” პოდგორიცა – “ლუდოგორეცი” რაზგრადი (ბულგარეთი)
“არარატ-არმენია” ერევანი – “ომონია” ნიქოსია (კვიპროსი)
“ფლორიანა” ფლორიანა (მალტა) – “კლუჟი” კლუჟ-ნაპოკა (რუმინეთი)
“მაკაბი” თელ-ავივი – “რიგა” რიგა
“ყარაბაღი” აგდამი – “სილეკსი” კრატოვო
“დინამო” ბრესტი – “ასტანა” ნურ-სულთანი
“მიოლდე” მიოლდე – “კუპსი” კუოიპიო (ფინეთი)
“ფლორა” ტალინი – “სუდუვა” მარიამპოლი (ლიეტუვა)
“ცელე” ცელე (სლოვენია) – “დანდოლკი” დანდოლკი (ირლანდია)
“კლაკსვიკი”კლაკსვიკი (ფარერები) – “სლოვანი” ბრატისლავა
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში 17 გამარჯვებულ გუნდს შეუერთდებიან: “დინამო” ზაგრები, “მიდტიულანდი” ჰერნინგი (დანია), “იანგ-ბოიზი” ბერნი, “ბეშიქთაში” სტამბოლი, “აზ” ალკმაარი და ზაანსტრიკი “რაპიდი” ვენა, “ვიქტორია” პლზენი, “პაოკი” სალონიკი, “ლოკომოტივი” ზაგრები
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრის 13 გამარჯვებულს მესამე წრეში შვიდი გუნდი დაემატება: “სლავია” პრაღა, “ოლიმპიაკოსი” პირეოსი, “რენი” რენი, “კრასნოდარი” კრასნოდარი, “ბენფიკა” ლისაბონი, “გენტი”, “დინამო” კიევი.
საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წრეში გამარჯვებული ათი გუნდი და “აიაქსი” ამსტერდამი და “ზალცბურგი” ზალცბურგი პლეი-ოფის ეტაპზე ჯგუფურ ტურნირში მოსახვედრ ექვს საგზურს გაითამაშებენ ერთმანეთში.
ექვსი გამარჯვებული შეუერთდება ჯგუფური ეტაპზე პირდაპირ დაშვებულ 26 გუნდს:
ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წწ გამარჯვებული
ევროპა-ლიგის 2019/2020 წწ გამარჯვებული
ინგლისი – “ლივერპული” ლივერპული, “მანჩესტერ-სიტი” მანჩესტერი, “მანჩესტერ იუნაიტედი” მანჩესტერი, “ჩელსი” ლონდონი
ესპანეთი – “რეალი” მადრიდი, “ბარსელონა” ბარსელონა”, “ატლეტიკო” მადრიდი”, სევილია” სევილია
იტალია – “იუვენტუსი” ტურინი, “ინტერი” მილანი, “ატალანტა” ბერგამო, “ლაციო” რომი
გერმანია – “ბაიერნი” მიუნხენი, “ბორუსია” დორტმუნდი, “რედ ბული” ლაიფციგი, “ბორუსია” მენენგლადბახი
საფრანგეთი – “პარი სენ-ჟერმენი” პარიზი, “მარსელი” მარსელი
რუსეთი – ზენიტი” სანკტ-პეტერრბურგი, “ლოკომოტივი” მოსკოვი
პორტუგალია – “პორტუ” პორტუ
ბელგია – “ბრიუგე” ბრიუგე
უკრაინა – “შახტარი” დონეცკი
თურქეთი – “ისტანბული” სტამბოლი
კომენტარები