“დინამო თბილისი” UEFA-ს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

“დინამო თბილისი” UEFA-ს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რაც ეხება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებას, რის გამოც საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს “ფეინორდთან” შინ გასამართი მატჩის ჩატარება ცარიელ ტრიბუნებზე მოუწევს და ამავე დროს 50 000 ევროს ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა.

აღნიშნული ცნობები გუშინ ჰოლანდიურმა მედიამ გაავრცელა.

“დინამოს” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და ის საბოლოო არ არის.

“გაცნობებთ, რომ დინამო თბილისმა უეფადან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ფეიენოორდთან თბილისში, საპასუხო შეხვედრის გულშემატკივრების გარეშე ჩატარებას გულისხმობს. დინამოს გასაჩივრებისთვის აქვს 5 დღე და რათქმაუნდა გუნდი გაასაჩივრებს. ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო, დეტალებს კი აუცილებლად გაცნობებთ”, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად