“დინამო თბილისი” ლეგენდების ტურნირის ნახევარფინალშია

ლეგენდების ტურნირში “დინამო თბილისის” გუნდმა “შალკე 04” დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.

“დინამო თბილისის” სასარგებლოდ, 6:3 დასრულდა ანგარიში ” შალკე 04″-თან შეხვედრისას. ორი გოლის ავტორი გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იყო.

“ძალიან საინტერესო თამაშია, შედეგითაც კმაყოფილები ვართ, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ნახევარფინალში გავედით, რაც დინამო თბილისის დიდი წარმატებაა. ვეცდებით ფინალში გავიდეთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები”-განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლეგენდათა ტრადიციული ტურნირის ნახევარფინალში “დინამო თბილისი” ბრემენის “ვერდერს” დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად