„დინამო“ თბილისი ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა

26 ნოემბერს „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 1“-ში პანდემიის გამო გადადებული 2 თამაში ჩატარდა საჩემპიონო რბოლაში ჩართული ორი „დინამოს“ მონაწილეობით.

მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის „დინამომ“ აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა, ხოლო ბათუმის „დინამო“ თავის ახალ სტადიონზე ამბიციურ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა. ეს შეხვედრები ისეთი შედეგით დასრულდა, რომ დედაქალაქურმა „დინამომ“ თითქმის გაინაღდა ჩემპიონის ზედიზედ მეორე ტიტული, ხოლო ბათუმის „დინამოს“ ამ ვითარების შეცვლის მხოლოდ მათემატიკური შანსი დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ „ტორპედოს“ მძიმე დღეები უდგას და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ხოლო „დინამომ“ თითქმის დაიცვა საჩემპიონო ტიტული, „ქართულ კლასიკოდ“ მონათლული ამ გუნდების დაპირისპირება მათი სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად ყოველთვის უკომპრომისო ხასიათს ატარებს. გამონაკილისი არც ამჯერად მომხდარა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მთავარი მოვლენები შეხვედრის მეორე ნახევარში განვითარდა. 63-ე წუთზე „დინამოს“ შეტევების ახალი ლიდერის და ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის, დავით სხირტლაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ნოდარ ქავთარაძემ გოლად აქცია. სამიოდ წუთში ქუთაისელმა გიორგი ფანცულაიამ მთელი ჩემპიონატის ალბათ ულამაზესი გოლი გაიტანა: ფანცულაია დრიბლინგით ექვს მოწინააღმდეგეს გასცდა და კიპერ კვასხვაძეს მახვილი კუთხიდან აუღებელი დაურტყა.

მასპინძლებს გამარჯვება ისევ სხირტლაძის აქტიურობამ მოუტანა, რომელიც 82-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში კიდევ ერთხელ უხეშად წააქციეს და მსაჯმაც სამართლიანად დანიშნა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა. ქავთარაძეს მიზანმა არც ამჯერად უმტყუნა და „დინამომ“ 2:1 გაიმარჯვა.

სარკისებურად განვითარდა მოვლენები ბათუმში, სადაც ასევე უგოლო ორმოცდახუთწუთეულის შემდეგ მასპინძლებმა კი მოახერხეს მიქაბაძის ეფექტური გოლით დაწინაურება, მაგრამ მესამე ადგილისა და უეფას ზონისთვის მებრძოლმა „ლოკომოტივმა“ ჯერ უბილავას შედეგიანი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 83-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გავაშელიშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 2:1 სტუმართა სასარგებლოდ. შედეგად, თბილისის „დინამოს“ 34 ქლა დაუგროვდა და ბათუმის გუნდს უკვე 5 ქულით უსწრებს, მესამე პოზიციაზე მყოფ „ლოკომოტივს“ კი 26 ქულა აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ლიდერებს ჩემპიონატის ბოლომდე სულ 3-3 თამაში დარჩათ

სტატიის ავტორი მიხეილ აბაიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად