“დინამო”, “სამტრედია”, “ჩიხურა” – ქართული კლუბების შანსი ევროპის ლიგაზე

დღეს, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრებს გამართავენ ქართული გუნდები, სადაც გაირკვევა, თუ რომელი მათგანი შეძლებს პირველი ეტაპის დაძლევას და მეორე რაუნდში გადასვლას. 

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მცირე შანსი "სამტრედიას" აქვს, რომელმაც პირველი დაპირისპირება "ტობოლთან" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მინიმალური ანგარიშით 0:1 წააგო. 

განმეორებითი შეხვედრა, კოსტანაის ცენტრალურ სტადიონზე, თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.

"ჩიხურამ"  იერუსალიმის "ბეითართან" გატანილი გოლების გარეშე დაასრულა თბილისში მატჩი, ამიტომ სოსო ფრუიძის გუნდის ამოცანაც გართულებულია. გასვლაზე "ჩიხურასა" და "სამტრედიას" მაქსიმუმის გაღება მოუწევთ, თუმცა ორივეს მცირე შანსი აქვს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

ყველაზე მეტი შანსი, დღეს, მაინც "დინამო თბილისს" აქვს, რომელმაც გასვლაზე სლოვაკურ "დუნაისკა სტრედასთან" ფრედ – 1:1 ითამაშა და შინ გარკვეულ უპირატესობას ფლობას გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით. კახა კაჭარავას გუნდს, მეორე ეტაპზე გასასვლელად ხელს ნულოვანი ფრეც აძლევს.

"დინამოსა" და "დუნაისკა სტრედას" შეხვედრა, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება, "ბეითარისა" და "ჩიხურას" დაპირისპირება კი სტარტს 21:45 საათზე აიღებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...