“დინამო”: დავით სხირტლაძე “დინამოში” ითამაშებს, შეთანხმებას მივაღწიეთ ესპანელ კარლოს კასტროსთანაც

დავით სხირტლაძე “დინამოში” ითამაშებს, შეთანხმებას მივაღწიეთ ესპანელ კარლოს კასტროსთანაც, რომელიც კლუბს მომავალი წლიდან შეუერთდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “დინამო თბილისი” თავად ავრცელებს.

?? 27 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე დინამოში ითამაშებს. სხირტლაძეს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ ორჰუსში აქვს გატარებული. თამაშობდა დანიურ სილკებორგში, სლოვაკურ სპარტაკ ტრნავაში, ლატვიურ რიგასა და პოლონურ არკაში. ასევე უასპარეზია საქართველოს ყველა ასაკაობრივ და ეროვნულ ნაკრებში ? დავით სხირტლაძემ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, რის შემდეგაც მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ #DavitSkhirtladze
?? ჩვენმა კლუბმა ასევევე შეთანხმებას მიაღწია ესპანელ ფორვარდ კარლოს კასტროსთან, რომელიც დინამოს ღირსებას მომავალი წლიდან 2022 წლის ბოლომდე დაიცავს. 25 წლის თავდამსხმელი ხიხონის სპორტინგის აღზრდილია და ამავე კლუბის შემადგენლობაში არაერთი სეზონი აქვს გატარებული. სპორტინგთან ერთად კარლოს კასტროს ლა ლიგაში 51 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი გატანილი. კარლოს კასტრო ასევე ლუგოს, ელჩეს და მალიორკას ღირსებას იცავდა. მას ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უასპარეზია #CarlosCastro”– ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, “დინამო” ევროპა ლიგაზე ფარერების კლუბ კლასვაიკთან გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დამარცხდა. რამაც კლუბის და მენჯმენტის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. საპასუხოდ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები. როგორც ჩანს ზეწოლის შემდეგ კლუბში ტრანსფერების აუცილებლობაზე დაფიქრდნენ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად