დიმიტრი ცქიტიშვილი: ვინც დღეს ევროპასა და აშშ-ში “ოცნებას” აკრიტიკებენ, ჩვენი მთავარი ადვოკატები იყვნენ

ვინც დღეს ევროპასა და აშშ-ში “ოცნებას” აკრიტიკებენ, ჩვენი მთავარი ადვოკატები იყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“კი, შესაძლებელია, რომ დასავლეთიდან კრიტიკული ტალღა ისევ იყოს. უბრალოდ ძალიან ცუდია, რომ შენი პარტნიორები… ახლა ისეთ ადამიანებზეა ლაპარაკი, რომლებიც საქართველოს ძირითადი ადვოკატები იყვნენ ევროპასა თუ აშშ-ში. არც ევროპარლამენტსა და არც კონგრესში ყველა დაინტერესებული არ იყოსაქართველოს თემით, მაგრამ ახლა ვინც განცხადება გააკეთა, ამ ხალხით იწყებოდა საქართველოს ადვოკატირება. საქართველოზე როდესაც რაიმე გადაწყვეტილების მიღება უნდათ, მათ ეკითხებიან აზრს. მათი კრიტიკული აზრის პოზიციონირება არ არის კარგი არც ხელისუფლებისთვის და არც სახელმწიფოსთვის. ეს არის მმართველი ძალის საგარეო პოლიტიკის კრიზისი. ეს მათთვის იქნება ყველაზე მძიმე, საიდანაც გამოსვლა გაუჭირდებათ”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად