დიმიტრი სამხარაძე: 2012 წლის არჩევნებზე, ციხის რომ შეგვშინებოდა, შუაზე კი ვერ გაგხევდით

“ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე აცხადეს, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიცია ვერ ახერხებს, გაამართლოს უპრინციპო და მშიშარა მელიას გადაწყვეტილება.

“ბევრი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიცია ვერ ახერხებს, გაამართლოს უპრინციპო და მშიშარა მელიას გადაწყვეტილება 😂 სად პოლიტიკური პატიმარი და სად ევროკავშირი. თავად მელია ამბობდა, რომ ევროკავშირის გირაოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, თუ ამინისტიის კანონზე მუშაობა შეწყდებაო?! მაშინ კოსმონავტი იყო და არა პოლიტიკური პატიმარი? ამინისტიის კანონპროექტზე შეწყდა მუშაობა? 😂😂 სირცხვილია 🤦🏻‍♂️
2012 წლის არჩევნებზე, ციხის რომ შეგვშინებოდა, შუაზე კი ვერ გაგხევდით😉 (მითუმეტეს, ყველას ახსოვს მაშინდელი ციხის პირობები და დღევანდელიც ძალიან კარგად იციან)
მომიკითხეთ ნიკანორ შედიგამოდი მელია 🙌🏻 უშიშარი ოპოლიდერი”- წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ში.

დღეს გახდება ცნობილი, როდის დაინიშნება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი. საქართველოს პროკურატურამ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს გუშინ უკვე მიმართა.

როგორც ცნობილია, მელიას თანხმობის შემდეგ, ევროკავშირმა 40 000 ლარის ოდენობის გირაო მისი წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, 8 მაისს გადაიხადა, მიზანი 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების შესრულება იყო.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარამდე გაიზარდა. გადახდის ვადად, მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 23 თებერვალს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...