ადვოკატი: სააკაშვილი არის შთაბეჭდილების ქვეშ სპეციალისტების კეთილსინდისიერებით და კვალიფიციურობით, ასევე თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც იყო გუშინ, უბრალოდ ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება იმ თვალსაზრისით, რომ უფრო და უფრო სუსტდება, როდის დადგება კრიზისული პერიოდი, როდესაც შეიძლება გამოუსწორებელი გართულება მოყვეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ან დადგეს ფატალური შედეგი, ეს ჩვენთის უცნობია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განცხადა, რომელმაც მსჯავრდებული ღეს გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

„ჩვენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოვისმინეთ საკმაოდ კვალიფიციური შეფასება გუშინ ექიმების, სპეციალისტების მხრიდან, ასევე მოვისმინეთ ის, რომ ახლა ნებისმიერ დროს შეიძლება მიხეილ სააკაშვილს მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, რომლის რესურსიც ამ სამკურნალო დაწესებულებაში, 18-ე სამკურნალო დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს და მეორე იმ მდგომარეობაში, რამდენად ეფექტიანი იქნება სამედიცინო სერვისის მიწოდება, ეს არის ასევე უცნობი, როგორც თავად ექიმებმა გააკეთეს განმარტებები. საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის შთაბეჭდილების ქვეშ გუშინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების კეთილსინდისიერებით და კვალიფიციურობით, ასევე თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ ვნახეთ მათ მიერ სრულყოფილად შეფასება, როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე 18-ე დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსის. სააკაშვილის მდგომარეობას რაც შეეხება, მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც იყო გუშინ, უბრალოდ ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება იმ თვალსაზრისით, რომ უფრო და უფრო სუსტდება, როდის დადგება ის კრიზისული პერიოდი, როდესაც შეიძლება გამოუსწორებელი გართულება მოყვეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუნდაც დადგეს ფატალური შედეგი, ეს ჩვენთის უცნობია“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

კომენტარები
იტვირთება...