დიმიტრი ქუმსიშვილი ინგა გრიგოლიას: ადვოკატებს დისკრედიტაციას უწევთ

"თქვენი ნებართვით თუ შეიძლება გავიხუმრებ, თქვენ ახლა დისკრედიტაციას უწევთ ადვოკატებს", – ასე მიმართა გადაცემა "რეაქციის" წამყვანს ინგა გრიგოლიას ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ კითხვაზე საპასუხოდ, რატომ მივიდა პროკურატურაში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად, სადაც მისივე თანაგუნდელები მუშაობდნენ, თუ მას არ ჰქონდა განცდა, რომ საქმე დაძაბულიყო. 

"მე იქ რა კონკრეტულ კითხვებზეც გავეცი პასუხი, რა შეგრძნებებიც გამაჩნია და რა ლოგიკური მსჯელობის უნარიც გამაჩნია, ეს არ არის კითხვები, რომელიც პირდაპირ ჩემტან არის დაკავშირებული. თქვენი ნებართვით თუ შეიძლება გავიხუმრებ, თქვენ ახლა დისკრედიტაციას უწევთ ადვოკატებს. თქვენი გადაცემის შემდეგ ადამიანმა ადვოკატი რომ აიყვანოს, გამოდის რომ ლამის უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად