დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს ჩვენ საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას ვიწყებთ

პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ახალი კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილიც დაესწრო. მისი თქმით, ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ დარგების აღორძინება, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ განვითარებული არ არის.

“პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ეს არის კიდევ ერთი დარგის განვითარების ხელშეწყობა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ავაღორძინოთ, განვავითაროთ ის დარგები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში აქვს პოტენციალი, მაგრამ განვითარებული არ არის.

როდესაც ჩვენ დავიწყეთ “აწარმოე საქართველოში” ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო და დღესაც მნიშვნელოვანია წარმოების განვითარება, ხოლო დღეს ჩვენ ვიწყებთ უკვე კინოინდუსტრიის წახალისებას და ამ დარგის განვითარებას.

მოლოდინები საკმაოდ დადებითი გვაქვს, როგორც პრეზენტაციიდან მოგახსენეთ, იგივე უნგრეთში ეს ინდუსტრია ასულია რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარზე. შესაბამისად ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წამახალისებელი ღონისძიებები იმუშავებს როგორც ადგილობრივი კინოსინდუსტრიის ასევე საზღვარგარეთიდან მოზიდული ახალი გადაღებული ფილმების მიმართულებით ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მოემსახურება სამუშაო ადგილების შექმნას, ჩვენი ვალუტის სტაბილურობას და ამ დარგის განვითარებას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...