დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებით დასავლეთს უპატაკოს

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება, რომ საქართველოს არჩევანი ევროატლანტიკური კურსია, ლორთქიფანიძე ასე პასუხობს:

"ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს უპატაკოს დასავლეთს, რომ მის მიერ წარმოებული პოლიტიკა და კურსი არის ორიენტირებული მასზე. მაგრამ, რეალურად საქმით რას აკეთებს ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ. ჩვენ ვამბობთ, დროებითი გარდამავალი ტენდენციების ასახვის ადგილი კონსტიტუცია არ არის. 

ეს არის შესაძლებლობების შეზღუდვა ქვეყნისთვის, რომ აწარმოოს ღია პოლიტიკა ყველა პოლუსის მიმართულებით. მათ შორის ოკუპანტთან პირდაპირი დიალოგი და მოახდინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის განსაზღვრა", – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...