ლორთქიფანიძე: ჩემი შვილი პირადი ანგარიშსწორების ნიადაგზე ძალოსნობის ჩემპიონატიდან მოხსნეს

“დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატიდან მისი შვილი ანგარიშწორების ნიადაგზე ჩემპიონატიდან მოხსნეს.

“დღეს, 6 აპრილს, ბათუმში სტარტს იღებს ევროჩემპიონატი ძალოსნობაში. ქალთა ნაკრებს ამ წუთამდე წარმოადგენდა ევრო 2018 ბრინჯაოს მედალოსანი, ჩემი ქალიშვილი თათია ლორთქიფანიძე,რომელიც ვერიფიკაციის პროცესში , 5 აპრილს მოხსნილი იქნა ასპარეზობიდან პირადი ანგარიშსწორების ნიადაგზე, ქალთა ნაკრების მთ. მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას მიერ,რომლის წინააღმდეგაც თათიას ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე არა ერთი საჩივარი ჰქონდა დაწერილი შევიწროებისა და აგრესიის გამოვლენის ფაქტებთან დაკავშირებით! რეაქციამაც არ დააყოვნა და დღეს თათია ვეღარ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვეღარ გამოვა ვერც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 2020 წელს. რეალურად, სახეზეა სპორტსმენის მორალური მკვლელობისა და სახელმწიფო საბოტაჟის ფაქტიც, რადგან თათია ითვლებოდა ჩემპიონატის ფავორიტად. მე ვაპირებ სასამართლოში დავიცვა მისი უფლებები. მივმართავ ასევე Ombudsman, დროულად ჩაერიოს პროცესში. პირადი მწვრთნელი, გელა მახარაშვილი იქნება მოწმე ყველა იმ უმსგავსობისა რასაც თათიას წინააღმდეგ სჩადიოდნენ ფედერაციის მესვეურები. მთელ პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ ძალოსნობის ფედერაციას და განათლების სამინისტროს სპორტის მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირებს!”, – წერს ლორთქიფანიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად