დიმიტრი კულება: ლუკაშენკოსა და რუსეთის თანამშრომლობით უკრაინა საფრთხის ქვეშაა

კიევი საკუთარი თავისთვის ხედავს მასშტაბურ რისკებს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განმტკიცების პროცესში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ YouTub გადაცემა “Свобода слова Савика Шустера”-ს ეთერში განაცხადა.

“ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევანი გააკეთა. მან აირჩია რუსეთი, ვლადიმერ პუტინი. ეს ნიშნავს დაპირისპირებას”, – თქვა მან.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ კიევი აყალიბებს დამოკიდებულებას ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ “მისი არჩევანის შესაბამისად”.
”ჩვენ გვესმის: „თუ ლუკაშენკომ აირჩია რუსეთი, მაშინ რისკები მასშტაბურია”, – დასძინა კულებამ.

მანამდე მან თქვა, რომ ლუკაშენკოს ინაუგურაცია არ ნიშნავს მის აღიარებას ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ თუ ბელარუსის ხელისუფლება არ ნახავს ხალხთან დიალოგის შესაძლებლობას, ეს მათთვის კოლაფსს გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად