დიმიტრი ხუნდაძე: თადუმაძეს ჩემი ხმა ექნება, მისი დიპლომით არ დავინტერესებულვარ

“ჩემი ხმა მას [შალვა თადუმაძეს] ექნება. რაც შეეხება დიპლომს, მე არ გამომითხოვია და მე არ მინახავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრვალესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ყველამ ნახა და მან როგორ ვერ ნახა? – დეპუტატი პასუხობს:

“არ დავინტერესებულვარ. იმიტომ, რომ ამისთვის არსებობს შესაბამისი კომისია, რომელიც სწავლობს. იურიდიულ კომიტეტთან არსებულ კომიტეტზე მაქვს საუბარი. სხვათა შორის უნდა ყოფილიყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რადგან რეგლამენტით არის გათვალისწინებული, მაგრამ მათ არ ისურვეს. ეს კომისია სწავლობს ამ დოკუმენტებს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად