A1 ბანერი

დიმიტრი ხუნდაძე: შუაგულ ევროპაში მიშა იყო თავისი ავტოკრატიული დემოკრატიის ფორმატში

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“შთამბეჭდავი იყო ის, რომ შუაგულ ევროპაში, დემოკრატიის ეპიცენტრში მიშა იყო თავის ავტოკრატიული დემოკრატიის ფორმატში. ვნახეთ, რომ ის ცდილობს აიფაროს ფარად მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში არიან. მაგრამ, ის ვერ იტანს საწინააღმდეგო აზრს. თქვენ ნახეთ, რომ დარბაზში, სადაც შეხვედრა იყო, ადგილები საკმაოდ იყო. ასე, რომ უადგილობას ვერ დაიჩივლებდა ვერავინ, მაგრამ საწინააღმდეგო აზრის მქონე ემიგრანტები იქ არ შეუშვეს. ისინი სუს-ის აგენტებად მონათლეს. ეს არის ის, სადაც მიშა თავისი დამანგრეველი ქარიზმით, ფასადური მშენებლობის უკან თავის ზრახვებს ზოგჯერ მალავს და ზოგჯერ ვერა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...