დიმიტრი ხუნდაძე: შესაძლოა, გამკაცრდეს კონტროლიც და რეგულაციებიც

კორონავირუსის პანდემიის მართვისა და პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში.

შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქვეყანაში პრეკრიზისული ფაზა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება

“შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება. ამის შემდეგ მოდის კრიზისული ფაზა, ამიტომ მეტად პასუხისმგებლიანი ქცევა გვჭირდება, რომ რეკომენდაციები კიდევ უფრო მაღალ ხარისხში შესრულდეს, რომ გავრცელება თვიდან ავიცილოთ.

შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდვითარებასა და საზოგადოების ქცევაზე. შემსუბუქება ჯერ არ იქნება, შესაძლოა გამკაცრდეს კონტროლიც და რეგულაციებიც,” – განაცხადა ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად