დიმიტრი ხუნდაძე სანაიაზე: მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს და რადგან მოხდა, მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს ყველას

“მსგავსი ფაქტები უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს და რადგან მოხდა მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს ყველას”.

ასე გამოხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.

“ვგმობ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, მით უმეტეს ჟურნალისტზე. კონკრეტული შემთხვევა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, რადგან ვახო ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.

მივიჩნევ, რომ მსგავსი ფაქტები უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს და რადგან მოხდა, მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს ყველას.
ნებისმიერი დანაშაული უნდა აღიკვეთოს, მიუხედავად იმისა ვინ არის მსხვერპლი და ვინ არის დამნაშავე. სამართალდამცავებს კი ვუხდი მადლობას, რომ ეჭვმიტანილები მყისიერად დააკავეს. თავდასხმის მიზეზს კი იმედია გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...