დიმიტრი ხუნდაძე: საკუთარ ბალიშზე დაემხონ და კარგად გამოიძინონ

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

“არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რას შემდეგ სასჯელში გამოიხატება, წლებში, თვეებში, ამინისტიებში, მაგრამ არსებობს მორალური პასუხისმგებლობა…. შეიძლება მოიხადა წლები, სასჯელიც, სამართალიც, მაგრამ მორალური პასუხისმგებლობა მას სახეზე არ ეტყობოდა. აბსოლუტური უპასუხისმგებლობა და ისევ ძალაუფლების ჟინი და ლტოლვა თან იმდაგვარი მეთოდით, რა მეთოდიც მათ ჰქონდათ ყოველდღიურ წესად: დამხობა, ძალადობა, დაჭერა, გვამები გარედან, შიგნიდან. ეს დასრულებულია. თუ დამხობაზე აქვთ საუბარი, საკუთარ ბალიშზე დაემხონ და შეუძლიათ კარგად გამოიძინონ და იქნებ მიხვდნენ რა წარსული გაიუარეს და რა რეალობა დგას ჩვენს ქვეყანაში” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ “ტვპირველთან”.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს “მატროსოვის ციხე” დატოვა. 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარი პოლიტპატიმრებისთვის ფართოდ გაიღება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად