დიმიტრი ხუნდაძე: როცა მხარი დავუჭირე პროპორციული არჩევნებს, მე ვაყენებდი პირობებს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პპლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციის მომზადებული პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა ჩააგდო და დღის წესრიგში უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის საკითხი დადგა.

“მე მქონდა ორჯერ კომპრომისული დამოკიდებულება მაგრამ ორივე იყო პირობადებული განცხადებებშიც ყველა განცხადება შეგიძლიათ ამოიღოთ სააგენტოებზეც, პირველი პირობადებული განცხადება და როცა დაგთანხმდით უმრავლესობას რომ 2024 წელს ყოფილიყო პროპორციული არჩევნები მე ვაყენებდი პირობას რომ თვითმმართველობა იქნებოდა რეალურად თვითმმართველი და ძლიერი თქვენ მომეცით პირობა რომ ეს იქნებოდა ასევე მეორე პირობადებული მოთხოვნა იყო ის რომ 2020 წელს არ დადგებოდა მოთხოვნა იმისა რომ ნაჩქარევად ქვეყანა არ გადავიდოდა პროპორციულ სისტემაზე დაირღვა პირობა მაგრამ კომპრომისზე წამოვედი რადგან თქვენგან იყო შემოთავაზებული , მოთხოვნა არასამთავროების რომელიც დღეს აცხადებს რომ არ აინტერესებს მაჟორიტარების გადაწყვეტილებები კომპრომისი აქაც დაირღვა, თქვენ მომეცით პირობა რომ სტაბილურობის გარანტი იქნებოდა თუ ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას და დავთმობდით და ადრე გადავიდოთ ვიდრე დათქმული პერიოდი იყო პროპორციულ სისტემაზე, ჩვენ მივიღეთ მას შემდეგ სამ თვიანი არეული ქუჩა, ჩვენ მივიღეთ პატრიარქზე თავდასხმა და ვღებულობთ მხოლოდ და მხოლოდ შეურაცყოფას, ამიტომ ვითხოვ უმრავლესობის სხდომის მოწვევას”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად