დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: გინდათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იმიტომ, რომ გეშინიათ საარჩევნო გალაწუნების

ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

“მესმის, რომ  გინდათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იმიტომ, რომ გეშინიათ საარჩევნო გალაწუნების, მაგრამ ეს გალაწუნება მაინც მოგიწევთ, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდება ძალიან მალე და საზოგადოების ეს სილა იქნება საბოლოო პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი თქვენთვის. ჩვენ ვართ პანდემიის რეჟიმში, მსოფლიო ცხოვრობს განსხვავებული რეჟიმით და ამიტომ ჩვენც გვჭირდება განსხვავებული მიდგომები, გადაწყვეტილებები, უფრო მეტი გონივრულობა და ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა, როცა საქმე საზოგადოების ჯანმრთელობა და ქვეყნის ინტერესს ეხება”-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით,  არჩევანი, რაც სხვადასხვა ფორმულირებით იქნა მოცემული, სამი არჩევანიდან ერთი უნდა გავაკეთოთ.

“ოპონენტები გვთავაზობენ, თავიდან შეფარულად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ღიად გაამჟღავნეს, რომ საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელოთ, ანუ კრძალავენ იმას, რასაც თვითონ ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ და ამ დროს ხაფანგს აგებენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილება გაებმევა ხაფანგში და ვერ გავაგრძელებთ ამ პროცესს”-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად სასიკეთოდ გამოვიყურება ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით, თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს არის შუალედური პოზიტიური შედეგი და თუ ის შეზღუდვები, რომელიც ამ კრიზისულ ვითარებას სწორად მართავს და მთავრობას მისცემს ამის საშუალებას, შესაძლოა ეს სასურველი შედეგი ძალიან მძიმე შედეგად იქცეს.

” ვირუსის ხასიათი, პანდემიის ხასიათი უკვე ჩანს. იმ ქვეყნებმა, სადაც წინააღმდეგობა არაადექვატურად იქნა შეფასებული, სადაც რეგულაციები იქნა დაგვიანებული ან საერთოდ არ იქნა შემოღებული, იქ ძალიან მძიმე შედეგი დადგა. არადა პანდემია არ დასრულებულა, ამას გვეუბნებიან მსოფლიო მნიშვნელობის ეპიდემიოლოგები და ჩვენი სპეციალისტები, რომელთა როლი ამ პოზიტიურ შედეგთან დაკავშირებით ძალიან დიდია”-განაცხადა დიმირტი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად