ახლა, ჩემს კერძო საკუთრებაში, იქ სადაც მე და ჩემი ოჯახი ერთად ვცხოვრობთ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე  შესულია ტვპირველი, პარტიული ტელევიზია და კარებში ჩემს ოჯახს აწვდის მიკროფონს.  - "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

"აქ ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან საუბრობდნენ ძალადობაზე, მითხარით არის თუ არა ეს ძალადობის ფორმა? ეს იქნება ტესტი თქვენთვის, ჩემი ოჯახისთვის ტესტი დიდი ხანია გავლილია და ყოველთვის ემსახურებოდა სიმართლეს" - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.