დიმიტრი ხუნდაძე ლელა ქებურიას: მახსოვს, ეს კითხვა პრემიერსაც დაუსვით და ეტყობა, ფურცელი ჯიბეში დაგრჩათ

„თქვენ, რომელიც საწამლავით დარბოდით ამ პარლამენტში, გგონიათ, რომ ეგ უკეთესი როლია, ვიდრე ჩემ მიერ ტრიბუნიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება? არამგონია. თან მახსოვს, ეს კითხვა პრემიერსაც დაუსვით და ეტყობა, ფურცელი ჯიბეში დაგრჩათ მაშინდელის შემდეგ და სხვა კითხვა არ გაქვთ?”

ასე უპასუხა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ ლელა ქებურიას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილბების კანონპროექტს განიხილავენ.

ლელა ქებურიამ დიმიტრი ხუნდაძეს შეახსენა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, სკოლების დიდ ნაწილში სასმელი წყლისა და საპირფარეშოებში ჰიგიენის პრობლემაა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰკითხა, რამდენ სკოლაში გამოსწორდა ეს მდგომარეობა.

 

შეგახსენებთ, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.

ამჟამად მოქმედი კანონით,  მთავრობას აღნიშნული უფლება 2020 წლის 15 ივლისამდე აქვს მინიჭებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად