დიმიტრი ხუნდაძე ეკა ტიკარაძეზე: წერილი მაძლევს საფუძველს, რომ ის მოვა, ფიქრობ, რეგლამენტი ითხოვდა, რომ ის აქ ყოფილიყო

„დეპუტატების მხრიდან ნამდვილად იყო მოთხოვნა რომ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე მოსულიყო. მე ვადასტურებ, რომ კომიტეტმა მინისტრი მოიწვია, მაგრამ ეპიდვითარება იყო იმდაგვარი, რომ ამას ხელი ვერ შეეწყობოდა. ამდენად, ობიექტური მიზეზი იყო და ამას რეგლამენტთან აცდენას ნამდვილად ვერ დავუდებდი საფუძვლად. ახლა, ისევ იყო მოთხოვნა დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან და პასუხად მოვიდა წერილი სადაც მინისტრი ითხოვს რომ თვის ბოლო კვირამდე გადაიდოს ეს საკითხები“.

ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკითხები არის იმდაგვარი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, თუმცა კოვიდის ინფექციასთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლები კითხვები უნდა არსებობდეს, რადგან „შედეგი მეტყველებს ყველაფერზე“.

„მეორე მიზეზი, რომ ამასთან დაკავშირებით ნაკლები კითხვები უნდა არსებობდეს, არის ის რომ პრემიერ- მინისტრმა ყველა კითხვას გასცა პასუხი. ის სამ დღეში ორჯერ იყო პარლამენტში მოსული და ამის დეფიციტი არ არის. ასევე, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა, მეც მაქვს განსხვავებული აზრი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც არის ხოლმე საუბარი, მაგრამ კოვიდთან დაკავშირებით მინისტრმა თავი კარგად გაართვა. რაც შეეხება სხვა საკითხებს რეგლამენტის მიხედვით, მას აქვს ვალდებულება, რომ ის მოვიდეს და მე წერილი მაძლევს იმის საფუძველს, რომ ის მოვა. თუმცა, მე ვფიქრობ რეგლამენტი ითხოვდა, რომ ის ყოფილიყო აქ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსნებთ: პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ფრომატში ეკა ტიკარაძე ფრაქციამ დამოუკიდებელი დეპუტატები” დაიბარა ჯანდაცვის მინისტრმა “დამოუკიდებელ დეპუტატებს” პარლამენტში მისვალზე უარის წერილი გაუგზავნა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად